სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ჯვარსა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ იძულებით გადაადგილებული პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილები მოინახულა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

„რუსლან აბაშიძე ასევე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ღონისძიებებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან და წარმომადგენლებთან, რომელთაც მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები გადაეცათ. აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში