ბობ ჰამილტონი - ოჩამჩირის პორტთან მიმართებით რუსეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის „პრაგმატული პოლიტიკა“ ჩავარდა

ეს გადაწყვეტილება [ოჩამჩირის პორტზე] საქართველოსთვის ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობის „პრაგმატული პოლიტიკა“ უკრაინაში ომთან და ზოგადად, რუსეთთან დაკავშირებით, ჩავარდა, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორმა ბობ ჰამილტონმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

ჰამილტონი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს და ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობა დასავლეთს ადანაშაულებს მისი ომში ჩათრევის მცდელობაში“.

„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე; აღადგინა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები; პრემიერ-მინისტრმა ომი ნაწილობრივ მაინც ნატო-ს გაფართოებას დააბრალა; საქართველოს მთავრობა დასავლეთს ადანაშაულებს მისი ომში ჩათრევის მცდელობაში და ირონიულია, რომ ახლა თავად რუსეთს მოაქვს ომი საქართველომდე. ესაა ბაზა, რომელიც რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის“, - განაცხადა ბობ ჰამილტონმა.

მისივე თქმით, ოჩამჩირის პორტი იქნება სამართლებრივად ქართული ტერიტორია, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.

„დიახ, მას თბილისი ათწლეულებია ვერ აკონტროლებს, მაგრამ ეს მაინც იქნება სამართლებრივად ქართული ტერიტორია, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება“, - აცხადებს ჰამილტონი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ოჩამჩირის პორტის საკითხის დაკნინებას ცდილობს, თუმცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ნამდვილად არაა კარგი.

„ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ამის მნიშვნელობის დაკნინებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ნამდვილად არაა კარგი რამ. ეს ნამდვილად აყენებს ანაკლიის პორტს რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებთან უფრო ახლო რადიუსში. ასე რომ, თუკი რუსეთი მოინდომებს, რომ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ნაოსნობას შეაფერხებს ან ხელს შეუშლის, როგორც ის ამას უკრაინული პორტების წინააღმდეგ აკეთებს, ეს მას უფრო გაუადვილდება, რადგან მისი სამხედრო გემები გაცილებით ახლოს იდგება“, - ამბობს ბობ ჰამილტონი.

ამასთან, პოლკოვნიკის აზრით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ინვესტორისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გადამწყვეტი იქნება.

„ვინც ამ ტიპის ინვესტიციებს აკეთებს, მრავალგვარ რისკს ითვალისწინებს. რუსეთის საზღვაო ბაზის ასე ახლოს გახსნა იმ პორტთან, რაზეც საქართველო იმედებს ამყარებს, რაც შავი ზღვის უმთავრესი პორტი და სავაჭრო კორიდორის ნაწილი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ინვესტორებისთვის კარგი. ეს ზრდის რისკს და სავარაუდოდ, გაზრდის დაზღვევის თანხებსაც ყველაფრისთვის, რაც ამ პორტში უნდა შევიდეს და გავიდეს. ყველა საზღვაო გადაზიდვა უფრო ძვირიც დაჯდება, რადგან ამ ნაპირის გასწვრივ, ზემოთ, ახლოს რუსეთის სამხედრო ბაზა იქნება“, - აცხადებს თადარიგის პოლკოვნიკი.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის