ბორჯომის მერია - ე.წ. ახალი უბნის დასახლებაში, მტკვრის სანაპიროზე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ბორჯომში, ე.წ. ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული, დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 142 - მეტრიანი დამცავი საყრდენი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამუშაოებს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.

„დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მტკვრის ადიდებამ ნაპირსამაგრი კედელი დააზიანა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება