რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, „ჰამასი“ კი წინააღმდეგობის დაჯგუფებაა

ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, „ჰამასი“ კი წინააღმდეგობის დაჯგუფებაა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ისრაელი ქალაქისა და ხალხის სრული განადგურების სტრატეგიას ახორციელებს. მე ღიად ვაცხადებ, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, „ჰამასის“ წევრები კი წინააღმდეგობის მებრძოლები არიან, რომლებიც თავიანთი მიწისა და ხალხის დაცვას ცდილობენ“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა თავისი პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების საერთაშორისო სასამართლოებში გასამართლება მოხდეს.

ცნობისთვის, პარასკევს, ერდოღანი ბერლინში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა