ირაკლი კობახიძე სააკაშვილის შესახებ რეზოლუციაზე - ჩვენთვის EPP-ს რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს - ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და „ევროპის სახალხო პარტიამ“ ახლაც ვერ გაიგო

ჩვენთვის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის.

„მგონი, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია. არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარი გავაკეთო, როცა კიდევ ერთხელ ყველამ გაიგო, რომ ეს კაცი ჯანმრთელია და “ევროპის სახალხო პარტიამ“ ახლაც კი ვერ გაიგო, რომ ეს კაცი არის ჯანმრთელი“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს არასერიოზული ჩანაწერია.

„EPP და „ნაცმოძრაობა“ არის ერთი პოლიტიკური ჯგუფი, „ნაცმოძრაობა“ არის EPP-ის წევრი ოფიციალურად. შესაბამისად, ეს რაღაცნაირად შეიძლება აიხსნას, მაგრამ ასეთ რეზოლუციას გამართლება არავითარ შემთხვევაში არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში