ირაკლი კობახიძე - იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები 5%-იანი ბარიერის ზემოთ ამოვიდნენ, კეზერაშვილის თაოსნობით „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის ხელოვნურად დაწევა ხდება - ფაქტია, რომ საჩვენოდ მუშაობენ

იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები 5%-იანი ბარიერის ზემოთ ამოვიდნენ, კეზერაშვილის თაოსნობით „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის ხელოვნურად დაწევა ხდება - ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ფაქტია, რომ საჩვენოდ მუშაობენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულ ტაქტიკას უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის დანიშვნა და პარტიაში „გაუთავებელი კინკლაობა“.

„აშკარად, ვიღაცის მხრიდან მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მაქსიმალურად დაბლა დაწიონ. ეს არის ტაქტიკური გათვლა რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიები ამოვიდნენ 5%-იანი ბარიერის ზემოთ, ამიტომ კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. ამიტომ დანიშნეს ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ, ამიტომ ხდება გაუთავებელი კინკლაობა პარტიის შიგნით, რა უნდა კაცის გარიცხვას თუ გინდა. აქამდე გარიცხავდი, თუ „ნაცმოძრაობის“ სრული დაკნინება არ გაწყობს. რეალურად ჩანს ტაქტიკა, რომელიც ნაცმოძრაობის რეიტინგის კლებისკენაა მიმართული. ეს კეთდება კეზერაშვილის ხელით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება 5%-იან საარჩევნო ბარიერს, კობახიძე ამბობს, რომ პარტია, რომელსაც აღნიშნული ზღვრის გადალახვა არ შეუძლია, რეალურად პარტია არაა.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და 5%-ის აღებას დაახლოებით 95 ათასი ხმა სჭირდება. როდესაც ამას ვერ იღებ, ნიშნავს იმას, რომ რეალურად პარტია არ ხარ. თუ გადახედავთ პოლიტიკურ სუბიექტებს, როგორიცაა „ლელო“, „გირჩი“, გახარია, სინამდვილეში არცერთი არაა პოლიტიკური პარტია. არიან რამდენიმე კაცისგან შემდგარი კლუბები და სწორედ ამიტომ ვერ იღებენ 5%-ს. ასეთი პარტიებისთვის ბარიერის დაწევა არ იქნებოდა რაციონალური და არც ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას მათ სასარგებლოდ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება შეფასებებს, რომ „ოცნება“ აღნიშნულ საკითხზე დაპირებას არ ასრულებს, კობახიძე ამბობს, რომ როდესაც ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აღარ იმსჯელებდა, ხელისუფლებამ თქვა, რომ დაპირება ანულირებული იყო, „რადგან ის სწორედ საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა“.

„რაც შეეხება ე.წ. დაპირებას. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თავის დროზე, 2022 წელს, როდესაც დაპირება გაიცა, ეს უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, ამიტომ ეს დაპირება დღის წესრიგიდან მოიხსნა“,- განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება