ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერისმუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში კომფორტული სასწავლო - სააღმზრდელო სივრცე, შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები მოეწყო. საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე.

უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

„დასრულებული პროექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, მოადგილესთან - ალუდა თუთისანთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან ზალკალიანთან, მერის მოადგილეებთან მამუკა ხიმშიაშვილთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან-ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში