თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და 2024 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა. განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამები.

ასევე, იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი, დაიწყება დამატებითი სასწავლო შენობებისა და სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსების მშენებლობა. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა -რეაბილიტაცია განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება.

სამუშაო შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე აჭარის მთავრობის, სამინისტროს და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში