ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ბოროტების მოტანა - უნდა ვიბრძოლოთ და ვიზრუნოთ ჩვენს თავდაცვაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მას მიაწოდა ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ქვეყნის შიგნით მტრობას შეგნებულად აჩაღებს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მომახსენა კოლაბორანტებთან დაპირისპირების შესახებ და უკრაინელების მათგან დაცვის შესახებ, ვინც მიზანმიმართულად აჩაღებს მტრობას ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, შეხვედრა გამართა ასევე თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, სადაც ადამიანების დაცვის უზრუნველსაყოფად უკრაინის შეტევითი ოპერაციების ჩატარების უნარი და უკრაინის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

„ყველას უნდა გვახსოვდეს : რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ბოროტების მოტანა. ვერავინ შეძლებს თვალის დახუჭვას. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავდაცვაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტზე და ჩვენს სახელმწიფოს ყოველდღე მეტი ძალა უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება