იურიდიული ფირმა BLB - სულხან პაპაშვილის მიმართ უკრაინის სახელმწიფოს მიერ სანქციების გამოყენება ცრუ ინფორმაციაა

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ბრიფინგზე დღეს საჯაროდ გამოითქვა ჩვენი იურიდიული ფირმის კლიენტის, ბატონი სულხან პაპაშვილის წინააღმდეგ ყალბი და ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხმაურიანი სათაურებით გაშუქდა ქართული მედიის საშაულებებით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბატონი სულხან პაპაშვილი არ არის სანქცირებული უკრაინის და ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიერ.

მოვუწოდებთ ცრუ განცხადების ინიციატორ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სათანადო პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოეკიდონ ყალბი, გადაუმოწმებელი, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას. ასევე მოვუწოდებთ მედიის საშუალებებს, ნუ მოახდენენ პოლიტიკოსების მიერ გავრცლებული ყალბი ფაქტების კოპირებას და მათი ამ ფორმით გავრცელებას.

ვვარაუდობთ, რომ ბატონი პაპაშვილის მიმართ ვითომდა უკრაინული სანქციების დაწესების თემით მანიპულირება უკავშირდება წელიწადზე მეტი ხნის წინ, სხვადასხვა ინტერესების ზეგავლენით ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას, რომლის თაობაზეც ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება 2022 წლის სექტემბერში: https://www.interpressnews.ge/ka/article/725888-iuridiuli-pirma-blb-sulxan-papashvils-ara-akvs-da-arc-carsulshi-hkonia-raime-kavshiri-rusul-biznestan/

მითითებულ ინტერნეტ-პორტალზე ბატონ პაპაშვილთან დაკავშირებული ინფორმაციის უზუსტობებსა და აბსურდულობასთან დაკავშირებით არც ამჟამად ვაპირებთ ოპონირებას, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ვაწარმოებთ სამართლებრივ პროცესს ამ ყალბი ინფორმაციის მითითებულ ინტერნეტ-პორტალზე მოხვედრის ინიციატორების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით.

ჩვენ და ჩვენს კლიენტს მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო სანქციები არის უკრაინაში მიმდინარე უკანონო ომის შეჩერების ერთ-ერთი ეფექტური და სამართლიანი საშუალება. ამიტომ ნებისმიერი არაკომპეტენტური და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება და დაკავშირება ამ პროცესთან, მნიშნელოვნად აზიანებს თავად ამ პროცესს და საერთაშორისო სანქციების მიმართ ქართული საზოგადოების და პროფესიონალების ნდობას. ეს კი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ინტერესებში შედის.

არც უკრაინაში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში ფიზიკური თუ იურიდიული პირების რაიმე სახით სანქცირება არ ხდება ინტერნეტ-პორტალების მიერ და ვერც ამ შემთხვევაში მოხდებოდა. უკრაინაში სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს უკარაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, რომელსაც არასოდეს მიუღია რაიმე გადაწყვეტილება ბატონი პაპაშვილის მიმართ უკრაინაში რაიმე სახის სანქციების/აკრძალვების დაწესებასთან დაკავშირებით.

იურიდიული ფირმა BLB

კახა შარაბიძე, მმართველი პარტნიორი

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა