შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

„20 პირის იდენტიფიცირებული ნეშტიდან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა