ლევან დავითაშვილი - საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის -„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების“, გახსნის ღონისძიებაში. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელშიც საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების აუცილებლობასა და ამ მხრივ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯის შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოსადმი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური სამუშაოსა და მიღწეული შედეგების ღირსეული აღიარება და მთლიანად ქვეყნის დამსახურებაა.

„აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია გამყარებულია იმ ხელშესახები პროგრესით, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ რეფორმების განხორციელების კუთხით სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკით. სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი წვლილია იმაში, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 2020 წელს კონკურენციის კანონმდებლობაში დამატებით შეტანილი ცვლილებებით საქართველომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება - ქვეყანას ჰქონდეს ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორისთვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2022 წელს მრავალწლიანი მუშაობის შედეგად საქართველოში ამოქმედდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი“.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ კანონის მიღებით შეიქმნა დამატებითი მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში სტიმულს აძლევს მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას.

„დარწმუნებული ვარ, მათ რეალიზაციას კონკურენციის სააგენტო, დაგროვილი ცოდნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ძალიან წარმატებულად შეძლებს. საქართველოს მთავრობის სახელით, აქვე მინდა, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის და აშშ-ის მთავრობების მიმართ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების პოლიტიკის განხორციელებას და ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საერთაშორისო კონფერენცია ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა