ირაკლი ლექვინაძე - ჩვენი მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება

ჩვენი მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაწყებულ რეფორმები გრძელდება.

„უკვე მეორედ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“. ჩვენი მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება. ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგების, გამოწვევების და მიღწევების ერთობლივ ფორმატში განხილვა და ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს ირაკლი ლექვინაძემ 2023 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. მათ შორის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საწვავის, ფარმაციის და საბანკო-სადაზღვევო სექტორებზე, ასევე, მომხმარებლის უფლებების და ანტიდემპინგის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე. ირაკლი ლექვინაძემ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წლიდან, უწყების სახელწოდებაში ცვლილება შევა და მას კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო ეწოდება.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ იმართება და ყოველწლიური აღნიშვნის ფორმატი აქვს.

მისივე განმარტებით, კონფერენციაზე 9 თემატური სესია გაიმართება, სადაც მონაწილეები, სამი დღის განმავლობაში, ერთობლივ ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების, კარტელების, კონცენტრაციების კონტროლის, მომხმარებლის უფლებების დაცვის და ვაჭრობაში სამართლიანი პოლიტიკის ეფექტიან მექანიზმებზე იმსჯელებენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, UNCTAD - ტერესა მორეირა; კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, OECD- ორი შვარცი.

კონფერენცია ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

კონფერენციაში მონაწილეობენ: 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე