კახა კალაძის განცხადებით, 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტზე ტენდერი 2024 წელს, სამშენებლო სამუშაოებზე კი 2025 წელს გამოცხადდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტზე ტენდერი 2024 წელს, სამშენებლო სამუშაოებზე კი 2025 წელს გამოცხადდება.

როგორც კალაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის განხორციელების ვადები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებას ახლავს თან.

„2024 წელს გამოცხადდება პროექტზე და უცხოელ კონსულტანტზე ტენდერი, 2025 წლიდან კი სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება და დაიწყება სამუშაოები. ეს ვადები სამწუხაროდ, თან ახლავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებას და მერია დამატებით ვერაფერს გააკეთებს. მივყვებით წესებს, რომელიც აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციებს აქვთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტის განხორციელება, განახლებული მეტროსადგურები. ქართული კომპანიები არ იღებენ პასუხისმგებლობას. ვერ შემოდიან ასეთი სამუშაოების განსახორციელებლად, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებული ტენდერი საერთაშორისო კომპანიებსაც მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში