პროფკავშირები - IRI-ის კვლევის მიხედვით, წელს პირველი შემთხვევაა, როცა პროფკავშირების საქმიანობისადმი დადებითი შეფასება უარყოფითს აჭარბებს

პროფკავშირების ცნობით, IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, წელს პირველი შემთხვევაა, როცა პროფკავშირების საქმიანობისადმი დადებითი შეფასება უარყოფითს აჭარბებს.

გაერთიანების ინფორმაციით, საზოგადოება წინა წელთან შედარებით, წელს კიდევ უფრო მეტად ენდობა პროფკავშირების საქმიანობას.

„თუ შარშან 27% ორგანიზაციის საქმიანობას დადებითად აფასებდა, წელს ეს მაჩვენებელი 31%-მდე გაიზარდა. ასევე, მკვეთრად, მთელი 6%-ით არის შემცირებული ნეგატიური შეფასების მაჩვენებელიც, რომელმაც 33-დან 27%-მდე დაიწია და ჩამოთვლილი თხუთმეტი ინსტიტუტიდან, ჯარისა და ეკლესიის შემდეგ, პროფკავშირების საქმიანობას ყველაზე ნაკლები უარყოფითი შეფასება აქვს. გამოკითხულ რესპონდენტთა 37% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში უმუშევრობაა, ხოლო 14% მიიჩნევს, რომ უმუშევრობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

პროფკავშირები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში, დასაქმებულ ადამიანებს უკეთესი შრომითი გარემო, პირობები და საკანონმდებლო ჩარჩო ჰქონდეთ. ამაღლდეს მშრომელთა ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოსგან ველოდებით მოსმენების დაწყებას ორგანიზაციის მიერ 6 ოქტომბერს დარეგისტრირებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ჰქონდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი. პროფკავშირები მომავალშიც გააგრძელებს დასაქმებულთა ინტერესების დაცვასა და გაძლიერებას. ინტენსიურად ჩაატარებს კვლევებსა და სემინარებს, კვლავ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სამმხრივი კომისიის სხდომებში და საზოგადოებას ჩააბარებს ანგარიშს, თუ რა კეთდება ქვეყნის წამყვანი ძალის, დასაქმებულების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა