ბორჯომის ცენტრალურ პარკში, ჩეხი ექიმის და საზოგადო მოღვაწის იან პრიბილის მემორიალური დაფა გაიხსნა

ჩეხეთის სათვისტომოს ინიციატივითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით, ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში, ჩეხი ექიმის და საზოგადო მოღვაწის იან (ივანე) პრიბილის მემორიალური დაფა გაიხსნა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ვრცელებს.

მათივე ცნობით, მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, სათვისტომოს წარმომადგენლები, იან (ივანე) პრიბილის შთამოვალი და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

ბორჯომის მერის, ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, იან (ივანე) პრიბილის სახელი XIX საუკუნეში თბილისში, ისნის რაიონში, პირველი სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობას და კურორტოლოგიის დარგის განვითარებას უკავშირდება. იან პრიბილმა საქართველოში 50 წელზე მეტი იცხოვრა, ქართული ენა შეისწავლა და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა.

„ბორჯომის პარკში დამსახურებული და ცნობილი ჩეხი ექიმის, იან პრიბილის, მემორიალური დაფა გავხსენით. იან პრიბილის სახელს ქართული კურორტოლოგიის ჩამოყალიბება და პირველი სამხედრო ჰოსპიტლის დაარსება უკავშირდება. მან ბორჯომის ბალნეოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა", - განაცხადა ბორჯომის მერმა.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ კუბერნატმა და საზოგადოების წევრებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და იან (ივანე) პრიბილის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების დასასრულს ოთარ არბოლიშვილმა და პეტრ კუბერნატმა იან პრიბილის მემორიალური დაფა საზეიმოდ გახსნეს.

ივანე პრობილი იყო მედიცინის დოქტორი, ქირურგი. მან განათლება ჯერ პრაღაში და შემდეგ ვენაში მიიღო. ამის შემდეგ სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში ერთ-ერთი პოლკის ექიმად გამოაგზავნეს. ივან პრიბილის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს ბალნეო-კლიმატურ (ახტალა, ბორჯომი, აბასთუმანი) სიმდიდრეთა ათვისება. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ კურორტოლოგიას. მანვე დააარსა თბილისში პირველი სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის მთავარი ექიმიც თავად იყო. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისა და პეტერბურგის ექიმთა საზოგადოების საპატიო წევრი, შავი ჭირისა და ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა