ფინეთი რუსეთის საზღვარზე რამდენიმე გამშვებ პუნქტს ხურავს

ფინეთი რუსეთის საზღვარზე რამდენიმე გამშვებ პუნქტს ხურავს. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.

პეტერი ორპოს ცნობით, ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო გადაწყვიტა, რომ რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე საგუშაგო დაკეტოს.

„ეს გადაუდებელი შემთხვევა კი არა, ორგანიზებული ოპერაციაა. რუსეთის სასაზღვრო ორგანოების მუშაობა შეიცვალა და ისინი საზღვრის გადაკვეთის უფლებას იმ ადამიანებს აძლევენ, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტები არ გააჩნიათ“, - განაცხადა პეტერი ორპომ.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარი რანტანენის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის გამო ფინეთს შესაბამისი რეაგირების მოხდენა მოუწია.

„ეს გადაწყვეტილება მესაზღვრეების და სხვა სააგენტოების დასკვნებისა და ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული. არსებობს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ უცხო ქვეყნის ხელისუფლებამ თავისი როლი ითამაშა იმ ადამიანების შემოსვლაში, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს“, - განაცხადა მარი რანტანენმა.

იმატრას, ნიირალას, ნუიიამაას და ვაალიმაას სასაზღვრო გამშვები პუნქტები 18 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიკეტება და შეზღუდვები ძალაში 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში