თინა ბოკუჩავა - ერთი პირობის შესრულება აუცილებლად მოუწევს ივანიშვილს - ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც აუცილებლად გახდება ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების საფუძველი

ერთი რეფორმის განხორციელება და ერთი პირობის შესრულება აუცილებლად მოუწევს ივანიშვილს - ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც აუცილებლად გახდება ხელისუფლების დემოკრატიული, მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიამ მათთან შეხვედრაზე განიხილა, საარჩევნო რეფორმა იყო.

"9 დან 3 დათქმაში, რომელიც გასცა ევროკომისიამ, ნახსენებია კონკრეტულად ვენეციის კომისია და მისი რეკომენდაციების მნიშვნელობა. ვენეციის კომისიის დასკვნები პირდაპირ ბმაშია არჩევნების ხარისხთან. ამიტომ ვიმეორებ, ერთი რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოუწევს ივანიშვილს, ეს არის თავისუფალი, სამართლიანი, ქართველი ხალხის ნების ამსახველი ნების არჩევნების ჩატარება, კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილება ერთგვარად ამის გარანტი გახდა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს