აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა.

"შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა იარაღად გამოეყენებინა ზამთრის სიცივე და იარაღად გამოეყენებინა ზამთარი უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად. დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის“, - აღნიშნა ჯეფრი პიატმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინის მთავრობასთან, რათა განავითარონ დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროპასთან - უფრო მდგრადი და ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა