70%-მდე ფასდაკლება "მეგატექნიკაში" დაწყებულია

70%-მდე ფასდაკლება "მეგატექნიკაში" დაწყებულია. ეს არის უპრეცედენტო შეთავაზებების ნაკრები, რომელიც შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში "მეგატექნიკამ" შემოგთავაზათ. მოგეხსენებათ, მეგატექნიკა არაერთი გლობალური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, ისეთის როგორიცაა Hisense, Samsung, LG, Electrolux, Philips, Simfer, Apple, Kenwood, Delonghi, Adler Group, Acer, Marshall, JBL და სხვა. სწორედ ამ ბრენდების ტექნიკაზე შეძლებთ 70%-მდე ფასდაკლებით სარგებლობას და ოფიციალური გარანტიის მიღებას.

მაგალითად, 70-იანი უზარმაზარი ტელევიზორის შეძენას 1399 ლარად შეძლებთ მხოლოდ მეგატექნიკაში, რადგან Hisense, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორია, ექსკლუზიურად მეგატექნიკაშია წარმოდგენილი თავისი უახლესი მოდელებით. იდეალური შეთავაზებაა ასევე 40-იან სმარტ ანდროიდ ტელევიზორზე - 399 ლარად თქვენ შეძლებთ მის შეძენას შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ტელევიზორის ფასი მეგატექნიკაში 239 ლარიდან იწყება.

არ უნდა გამოტოვოთ შეთავაზებები წვრილმან ტექნიკაზე. ჩაიდანი, ტოსტერი, ბლენდერი 29 ლარად, Delonghi-ის ავტომატური ყავის აპარატი 959 ლარად 2015 ლარის ნაცვლად. ელექტროლუქსის ვერტიკალურ უსადენო მტვერსასრუტზე არის სენსაციური ფასი - 399 ლარად შეძლებთ მის შეძენას. ხოლო ფენი, უთო, წვერსაპარი, თმის სტაილერი ისეთ ფასად იქნება წარმოდგენილი, რომ უბრალოდ ხელს უნდა გააყოლოთ.

ხშირია, რომ მომხმარებლები სწორედ შავ პარასკევს ელოდებიან იმისთვის, რომ მთელი სახლის ტექნიკა განაახლონ. შესაბამისად, იდეალური შეთავაზებები დავახვედრეთ მსხვილი ტექნიკის მსურველებსაც.

499 ლარად შეძლებთ "ჰაისენსის" 6კგ-იანი სარეცხი მანქანის შეძენას აქტიური ეკრანით, დროის გადავადებით და 15 ძირითადი პროგრამით. სარეცხის საშრობი არის სეზონის აქტუალური შეთავაზება და 659 ლარად შეძლებთ მის შეძენას. მაცივარიც უპრეცედენტო ფასად გვაქვს, 499 ლარად შეიძენთ "ჰაისენსის "ვერცხლისფერ მაცივარს მეგატექნიკაში.

ჩასაშენებელი ტექნიკის დიდი არჩევანით გამოირჩევა მეგატექნიკა, ჩვენთან 70 სმ სიგანის მქონე ჩასაშენებელ მაცივარსაც ნახავთ იდეალურ ფასად.

სეზონის მთავარი ტექნიკა კი გამათბობელია, შესაბამისად 70%-მდე ფასდაკლება მოგიმზადეთ ზეთის რადიატორებსა და ელექტრო გამათბობლებზეც, 26 ლარად შეიძენთ 20 კვ.მ-ზე გათვლილ ელექტრო გამათბობელს.

ციფრული ტექნიკის შეთავაზებებიც უხვად არის წარმოდგენილი მეგატექნიკაში და აქაც იდეალური შეთავაზებებით გამოვირჩევით წამყვან ბრენდებზე. თქვენ შეძლებთ Samsung-ის, Apple-ის, Realme-ის, Infinix-ის სმარტფონების და აქსესუარების შეძენას შავი პარასკევის ფასდაკლებით. გეიმინგ ლეპტოპების, ყურსასმენების და სხვა კომპიუტერული აქსესუარების შეძენისთვისაც საუკეთესო პერიოდია ეს კვირა. შესაბამისად გელოდებით მეგატექნიკაში, როგორც ფილიალებში ისევე ონლაინ მაღაზიაში www.megatechnica.ge სადაც კრიპტოვალუტითაც კი შეძლებთ თანხის გადახდას.

შავი პარასკევის ფასდაკლება 17 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში