ირაკლი ფავლენიშვილი - მთავარი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს გასაკეთებელი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა - თუმცა, მისი განცხადება პოზიტიური შთაბეჭდილების მომტანია

მთავარი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს გასაკეთებელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ეს არის მთავარი ტესტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა ამ გზაზე ეს განცხადება პოზიტიური შთაბეჭდილების მომტანია, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

„მთავარი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს გასაკეთებელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ეს არის მთავარი ტესტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა ამ გზაზე ეს განცხადება გარკვეულწილად პოზიტიური შთაბეჭდილების მომტანია გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე არ საუბრობდა და ფაქტობრივად, ხელს აფარებდა ოლიგარქს. ეს კონტექსტი, რომ თითქოს და ჰუმანიტარულ საკითხად უნდა შემოიფარგლოს მიხეილ სააკაშვილის საკითხი და არ გახდეს პოლიტიკური, თავისთავად არის არა ობიექტური“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. როგორც ზურაბიშვილმა le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“. ამასთან, კითხვაზე, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციაზე“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის და „პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, მომავალ არჩევნებშია“.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში