„სელფი“ მომხმარებელს Steps ბონუს აქციას სთავაზობს

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ აბონენტს ემსახურება, დღეიდან მომხმარებელს Steps ბონუს აქციას სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სელფი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფარგლებში, აპლიკაციაში MyCellfie ხელმისაწვდომია ნაბიჯების მთვლელი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე 5000+ ნაბიჯის გადადგმის და აპლიკაციის ერთხელ მაინც გახსნის შემთხვევაში, აბონენტებს საჩუქრად ერიცხებათ 200MB ინტერნეტი. ამ ეტაპზე აქცია ხელმისაწვდომია iOS სისტემის მომხმარებლებისთვის.

„აქციით სარგებლობისთვის დაეთანხმეთ Steps ბონუს აქციის წესებსა და პირობებს და მიაბით პერსონალური მეილი;

გასააქტიურებლად, MyCellfie -ს ჩაურთეთ წვდომა ნაბიჯების მთვლელ iOS აპლიკაციაზე Apple Health;

გავლილი ნაბიჯების დასაანგარიშებლად, აუცილებელია დღეში ერთხელ მაინც შეხვიდეთ აპლიკაციაში;

დარიცხული მეგაბაიტების გამოყენების ვადა 24 საათია.

ნაბიჯები დაითვლება 1 კალენდარული დღის განმავლობაში, 00:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე და დღიური ბონუსის მაქსიმალური ოდენობა 200MB -ია. აქციაში მონაწილეობა სრულიად უფასოა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ სელფის ვებგვერდს http://cellfie.ge ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც