ისრაელის თავდაცვის ძალები  - სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ღამით განხორციელებული ოპერაციის დროს რამდენიმე ტერორისტი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ღამით განხორციელებული ოპერაციის დროს რამდენიმე ტერორისტი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

„ბალატას ბანაკში ისრაელის თავდაცვის ძალებისა და დაზვერვის სამსახურის ერთობლივი კონტრტერორისტული ოპერაციისას, თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა იერიში მიიტანა თავშესაფარზე, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, განხორციელებული შეტევის შედეგად ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტი, მუჰამედ ზაჰედი დაიღუპა.

ბალატას ბანაკი ქალაქ ნაბლუსში, ცენტრალურ დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმის ჩრდილოეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში