ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს სხვენს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს სხვენს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს სხვენს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იმყოფებიან.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.