ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის, ომი ფილმი არ არის და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც უკრაინას სურს, მაგრამ ქვეყანა დანებებას არ აპირებს.

„რატომღაც ადამიანები ამას ისე ექცევიან, როგორც ფილმს და ელიან, რომ მოვლენებში ხანგრძლივი პაუზები არ იქნება, რომ სურათი ყოველთვის შეიცვლება მათ თვალწინ, რომ იქნება სიურპრიზები ყოველდღე. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის, ეს არ არის ფილმი. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს არის ყოველდღიური მძიმე შრომა და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ და არ გავაკეთოთ ეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის მიმართ მსოფლიოს ყურადღების შენარჩუნება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში