რომან გოცირიძე - სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი - მისი შეწყალება სამართლიანია და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, სწორი იქნება

სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი - მისი შეწყალება არის სამართლიანი და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ მისი პერსონალური საკითხი, არამედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ქვეყნის მომავლისა და დეპოლარიზაციისთვისაც.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, არ არის მხოლოდ მისი პერსონალური საკითხი. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამ საქმეს აქვს მსოფლიო რეზონანსი, მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და მისი შეწყალება არის ქვეყნის მომავლის, ევროპაში ინტეგრაციის, ასევე, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი. რაც მთავარია, მისი შეწყალება არის სამართლიანი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, გადადგამს ძალიან სწორ ნაბიჯს, ის იქნება მართალი სააკაშვილთან, მის ოჯახთან, ასევე, მთლიანად საქართველოსთან. ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ქვეყანაში პოლარიზაციის თუნდაც მცირეოდენი განმუხტვისთვის", - განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს საქართველოში პოლიტიკური ბალანსი“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა