რომან გოცირიძე მოკლევადიანი, საინვესტიციო და უვადო ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის შესაბამისი ფინანსური განაკვეთების გაზრდის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მოკლევადიანი, საინვესტიციო და უვადო ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის შესაბამისი განაკვეთების ორჯერ გაზრდის ინიციატივით გამოდის.

გოცირიძის ავტორობით პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის თანახმად, უცხოელის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე 200 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზით, ნაცვლად 100 000 აშშ დოლარისა.

გაიზრდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო ფინანსური განაკვეთიც და მას უცხოელი და მისი ოჯახის წევრი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონის შესაბამისად განახორციელებს არანაკლებ 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციას (ნაცვლად 300 000 აშშ დოლარისა) ან საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებას შეიძენს ამ თანხაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე.

კანონის პროექტის მიხედვით, პროპორციულად გაიზრდება უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად გათვალისწინებული ზღვრებიც. კერძოდ, უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოხდება უცხოელის და მისი ოჯახის წევრების მიმართ, რომელმაც 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის საფუძველზე მიიღო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და მას უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 100 000, მეორე წლის განმავლობაში არანაკლებ 200 000, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში არანაკლებ 240 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის წლიური ბრუნვა ან 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი საბაზრო ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.

“კანონპროექტის ამოქმედება დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხითაც, რადგანაც ქვეყანაში გაზრდილი ინვესტიციები შემოვა, ხოლო ინვესტორები მიიღებენ ბინადრობის ნებართვებს, საქართველოში შედარებით უფრო მოცულობითი ფინანსური ბრუნვის ფონზე“, - აცხადებს პროექტის ავტორი და ინიციატორი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე