პაატა მანჯგალაძე - ვერანაირი დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ არაფორმალური მმართველობის პირობებში ვერ მოხდება - არაფერ შუაშია ივანიშვილთან ის, რაზეც დეოლიგარქიზაციის დოკუმენტშია საუბარი

ვერანაირი დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ არაფორმალური მმართველობის პირობებში ვერ მოხდება - არაფერ შუაშია ივანიშვილთან ის, რაზეც დეოლიგარქიზაციის დოკუმენტშია საუბარი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული მიმართულებით დოკუმენტში ასახული ნაბიჯები კავშირში არ არის დეოლიგარქიზაციასთან, ხოლო პარტიების დაფინანსების ნაწილში შეზღუდვები მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე გავრცელდება.

„რეალური დეოლიგარქიზაცია მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ. ეს გეგმა, რაც ვნახეთ, არის დეოლიგარქიზაციის იმიტაცია. ვერანაირი დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება სასამართლოში მოსამართლეთა ოპტიმიზაციით, ან იმით, რომ საქმეების განაწილებაზე არ იქნება რიგი. ან დეოლიგარქიზასთან რა კავშირშია, რომ პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარი დაუწესდებათ, ეს ზღვარი ისედაც არის დაწესებული, არ შეიძლება 60 ათასზე მეტი შეიტანოს ერთმა ადამიანმა, მაგრამ გგონიათ, 20 მილიონის დეკლარირებას რომ ახდენს „ქართული ოცნება“, იმით ატარებენ არჩევნებს?! „ქართული ოცნების“ „შავი სალარო“ არის დაახლოებით, 300 მილიონი ლარი, რა ზედა ჭერზეა ლაპარაკი?! შეზღუდვები და ზედა ჭერი იმუშავებს ოპოზიციურ პარტიებზე, „ქართულ ოცნებაზე" არანაირი შეზღუდვა არ გავრცელდება. ნებისმიერ შეხვედრაზე დავასაბუთებ, როგორ ხარჯავენ 300 მილიონს, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება. ეს წნეხს გაზრდის ოპოზიციურ პარტიებზე, ჩვენ ისედაც არ გვყავს ოპოზიციური პარტიები დამფინანსებლები, მიზერულია და ვინც გვყავს მათთანაც საგადასახადო შედის და ფინანსური პოლიცია. ამიტომ სინამდვილეში, ეს ყველაფერი დეოლიგარქიზაციის იმიტაციაა",- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, მედიაში დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა გავრცელდა. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, დეოლიგარქიზაციის სამთავრობო დოკუმენტი 52 გვერდისგან შედგება და შემდეგი 7 მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს:

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია);
  • სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა);
  • კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);
  • მართლმსაჯულება;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);
  • პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი
  • მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა