ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ს ელჩთან გვქონდა ყველა იმ საკითხზე საუბარი, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის - აშშ იყო, არის და რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ერთგულ და საიმედო პარტნიორად

ბევრი ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე, არჩევნების წინა პერიოდის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ აუცილებელია აშშ წარმოდგენილი იყოს გრძელვადიანი დამკვირვებლებით, რაც შეიძლება მაქსიმალური ოდენობით, იმისათვის, რომ არ დავუშვათ 2020 წლის პრაქტიკის განმეორება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან პარტიის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდზე და მუდამ იქნება.

„აშშ-ს ელჩთან გვქონდა ყველა იმ საკითხზე საუბარი, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის, თუ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრი ვისაუბრეთ არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე, არჩევნების წინა პერიოდის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ აუცილებელია აშშ წარმოდგენილი იყოს გრძელვადიანი დამკვირვებლებით, რაც შეიძლება მაქსიმალური ოდენობით, იმისათვის, რომ არ დავუშვათ 2020 წლის პრაქტიკის განმეორება და არ დავუშვათ ის, რომ ქართველი ამომრჩევლის ხმა დაიკარგოს. აქ გვექნება სრული მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, აშშ იყო, არის და რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ერთგულ და საიმედო პარტნიორად, მეგობრად. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს ზიანი მიაყენოს ამ ურთიერთობებს და დისკრედიტაცია მოახდინოს ჩვენი უახლოესი პარტნიორის, რა თქმა უნდა, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდზე და მუდამ იქნება.

რაც შეეხება თემებს, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ასევე, ეს არის “საქართველოს დაცვის აქტი”, რომელიც ჩვენ გავაცანით ელჩს, რომელიც გულისხმობს მთელ რიგ ნაბიჯებს. დღეს პარლამენტში ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებს ანა ნაცვლიშვილი. ასევე, ვისაუბრებთ, ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს