აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Titf 2023“ გაეცნენ.

მათივე ცნობით, აჭარის სტენდთან ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

ინფორმაციის თანახმად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართეს მსხვილ ტურისტულ, მარკეტინგულ და ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენლებთან.

„სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ისინი, ასევე, შეხვდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის, უზბეკეთის ავიახაზებისა და ავიაკომპანია Scat-ის მენეჯმენტს. შეხვედრებზე, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელობა, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ცნობისთვის, ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა გასულ წელსა დაიწყო. მიმდინარე წელს კი ფრენები მაისიდან ოქტომბრამდე ხორციელდებოდა.

წელს, უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. მასში 30 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი. 2024 წლისთვის, უზბეკეთიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა პრეს და ინფოტურების ფარგლებში დაიგეგმა. ისინი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაციას უზბეკეთში გაუწევენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში