ირაკლი ნადირაძე - ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მწვავე პრობლემა საცობებია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი განხილვა მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნაგავია და თბილისი ნელ-ნელა ნაგვით ივსება.

„დედაქალაქში პრობლემები იზრდება, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მომართულებით.

უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ყველა მიმართულებით ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, იმიტომ, რომ სატრანსპორტო მიმართულებით თუ არ გაიზარდა ბიუჯეტი, ავტობუსში ახვალ ჭყლეტაა, მიკროავტობუსში ახვალ ჭყლეტაა, მეტროში ჩახვალ ჭყლეტაა და ამას ემატება ისიც, რომ ჭერი თავზე გვენგრევა და ვერა და ვერ დავამთავრეთ იგივე, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია.

უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა, ავარიული კორპუსების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანსება, დასუფთავების ღონისძიებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია. მე მესმის, ცალკეულ გამზირებზე გვაქვს 50 ათას ლარიანი ნაგვის ურნები, მაგრამ თბილისი, რომელიც ერთ დროს ნამდვილად იყო სისუფთავის ქალაქი, ნელ-ნელა ნაგვით ივსება და ე.წ. პერიფერიებში არც ნორმალური ნაგვის ურნებია, არც თავსახური აქვს, არც ფორმა აქვს და ეს ნაგვის ურნების ადგილები მინი ნაგავსაყრელებად იქცა, ფაქტობრივად.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქალაქს დაემატება, მიმართული იყოს საცობების პრობლემის მოგვარებისკენ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მწვავე პრობლემა არის საცობები. ამ ქალაქში გადაადგილება უკვე წარმოუდგენელია. ვეღარც სასწრაფო მისულა თავის დროზე და ვეღარც ბავშვი მოუყვანია მშობელს ვერც ბაღში და ვერც სკოლაში”,- განაცხადა ნადირაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა