პსპ დაზღვევამ კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ახალი პროდუქტი შექმნა

PSP დაზღვევა მზარდი, განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ამიტომ, PSP დაზღვევამ შექმნა ექსკლუზიური პროდუქტი კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - „SME ქეარი“. პროდუქტი 22 ნოემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

SME ქეარი|Care ითვალისწინებს იმ გამოწვევებს რის წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დგანან კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის შერჩევისას და საპასუხოდ მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. დაზღვევა ვრცელდება ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც დასაქმებულია 10-50 თანამშრომელი.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაზღვევა რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ზომის კომპანიები იღებენ ისეთივე სერვისებსა და ბენეფიტებს, როგორსაც დიდი ორგანიზაციები. ეს კი, მათი მასშტაბის გათვალისწინებით აქამდე შეუძლებელი იყო.

SME ქეარი|Care 4 ტიპის შეთავაზებას მოიცავს (OPTIMA, ALTIMA, ULTIMA, MAXIMA), რომელთა შორის მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა საფასო სეგმენტის მოთხოვნაზეა მორგებული.

  • SME OPTIMA 35 ₾
  • SME ALTIMA 55 ₾
  • SME ULTIMA 75 ₾
  • SME MAXIMA 95 ₾

დაზღვევის ოთხივე პროდუქტი გთავაზობთ:

  • მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე
  • მაღალ ლიმიტებსა და თანაგადახდებს
  • მცირე გამონაკლისებს ქრონიკული და დაზღვევამდე დამდგარი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, გარდა პროდუქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
  • ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობას.

პროდუქტის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული, ყველა სერვისი იფარება: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, სტომატოლოგია, ორსულობა-მშობიარობა და ა.შ.

სადაზღვევო მომსახურების მიღება კი, შესაძლებელია თავისუფალი სქემით ოჯახის ექიმთან ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებლისთვის ყველა პროცესს ამარტივებს.

SME ქეარი შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანს შეეძლოს ისარგებლოს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობებით. ასევე თავად აირჩიოს ის პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს მის მოთხოვნებს და საჭიროებებს.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე