ისრაელის პრეზიდენტი - მძევლების დაბრუნება მორალური და ეთიკური მოვალეობაა

მძევლების დაბრუნება მორალური და ეთიკური მოვალეობაა, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარს უჭერს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, მაგრამ აღიარებს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით „გასაგები და მტკივნეული ეჭვები არსებობს“.

„ეს არის მორალური და ეთიკური მოვალეობა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ებრაულ და ისრაელის ღირებულებებს მძევლების დაბრუნების შესახებ და ვიმედოვნებ, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად.

ისრაელის სახელმწიფო, ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ყველაფერს გააკეთებენ მძევლების სახლებში დასაბრუნებლად, პარალელურად კი, ისრაელის მოქალაქეების სრულ უსაფრთხოებას აღადგენენ“, - აღნიშნა ჰერცოგმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში