აჭარის უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე კანონპროექტის განხილვის პროცედურები იწყება

აჭარის უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე კანონპროექტის განხილვის პროცედურები იწყება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

მათვე ცნობით, ბიურომ ცნობად მიიღო აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, მხარი დაუჭირა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, წამყვანი კომიტეტისათვის, განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელებას.

ინფორმაციის თანახმად, სამივე საკითხი, კანონმდებლებს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარუდგინა.

„ბიუროს წევრებმა, პლენარული სხდომისთვის, მომზადებულად ჩათვალეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტს და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მოიცავს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს კიდევ ერთ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც „ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ კანონპროექტს და დადგენილების პროექტს მოიცავს, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას გულისხმობს.

ორივე საკითხი, სხდომას, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში