სემეკის წევრი გიორგი ფანგანი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო და კომპანიის ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებს გაეცნო. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში გაიხსნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რათა წყალმომარაგების საკითხები ფუნდამენტურად მოწესრიგდეს და კომპანიის მხრიდან მოქალაქეთა მიმართვიანობაზე დროული რეაგირება მოხდეს. სემეკის მიზანი და ამოცანაა, წყალმომარაგების მიწოდება გაუმჯობესდეს და ავარიებისა თუ სხვადასხვა მიზეზით წყლის მიწოდების შეფერხების ფაქტები მინიმუმამდე შემცირდეს. ამ მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ კომპანიასთან. მისასალმებელია, კომპანიის ახალი მფლობელის Aqualia-ს მიდგომა და პოლიტიკა მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში საიმედო, უწყვეტ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა მულტიფუნქციური ცენტრის დათვალიერებისას.

ქ. თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი წყალმომარაგების სერვისების ეფექტიანი და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს 17 ქვეყანაში აქვს დანერგილი.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე საოპერაციო ცენტრების გახსნა დაგეგმილია თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე ტაბახმელაში, ქ. რუსთავსა და ქ. მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს ჯამში 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები