შვედეთის თავდაცვის მინისტრი - შვედეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეუერთდეს ნატოს, რათა რუსული საფრთხე თავიდან აიცილოს

შვედეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეუერთდეს ნატოს, რათა რუსული საფრთხე თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა.

„ჩვენ რუსეთის ფედერაციის, როგორც საფრთხის, ჩამოწერა არ გვინდა, რადგან მან თავისი გამძლეობა უკრაინაში აჩვენა. ამიტომ, გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ და ჩვენ ამას საუკეთესო გზით, ჩვენი ქვეყნის სისუსტეების გაძლიერებით და ნატოში რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაციით ვაკეთებთ“, - განაცხადა პოლ იონსონმა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ის შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის დასრულების კონკრეტულ ვადას ვერ განსაზღვრავს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ თურქეთი და უნგრეთი, საბოლოოდ, შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას მოახდენენ.

შეგახსნებეთ, შვედეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი, ფინეთთან ერთად, 2022 წლის მაისში გააკეთა. ეს უკანასკნელი ნატოს წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში გახდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში