თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებისა და 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები განიხილეს.

„იმსჯელეს ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე. 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახი 40 ათასი ლარის ნაცვლად, 50 ათასი ლარის თანადაფინანსებას მიიღებს.

ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში ასევე განიხილეს ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობის პროცესი. წელს არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია გაორმაგდა. ფერმერების ხელშეწყობისა და ნარინჯისფერი რთველის წარმატებით წარმართვის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში