საქართველოს პარლამენტის წევრებმა საერთაშორისო კონფერენციაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები" მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ და დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღეს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები". ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ~კონფერენციის მიზანი იყო სააგენტოს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგების, გამოწვევების და მიღწევების ერთობლივ ფორმატში განხილვა და ევროპული სტანდარტების, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი კომპონენტის დანერგვა.

კონფერენციის გახსნით ნაწილში, პარლამენტის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

„განსაკუთრებულია მნიშვნელობა, არამხოლოდ კანონმდებლობით, არამედ ამბიციით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, ვიქცეთ თანამედროვე, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოს კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა ჩვენი კანონმდებლობა და შეიძლება ითქვას, რომ დღეს გვაქვს სამართლიანი ეკონომიკური კლიმატი და გარემო. ბუნებრივია, ამას სჭირდება მუდმივი განვითარება და ის თანამშრომლობა, რაც აქვს პარლამენტს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან წარმოადგენს კარგ წინაპირობას, რომ შევძლოთ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება."- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დავით სონღულაშვილმა მიმართვისას ისაუბრა სამართლიანი კონკურენციის მნიშვნელობაზე ეკონომიკის სწორი და თანმიმდევრული განვითარებისთვის. "სამართლიანი კონკურენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ქვეყნის ეკონომიკას სწორად და თანმიმდევრულად განავითარებს. აუცილებელია, მომხმარებელთა უფლებების სწორი დაცვა, რადგან ხარისხობრივად გაუმჯობესებული ეკონომიკა მივიღოთ. ეს არის სწორედ ის ჰარმონიზაცია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესს მოიცავს", - აღნიშნა დეპუტატმა.

სამ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობდნენ 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის