მიხეილ სარჯველაძე - ერთობლივი ფორმატი,  კარგ შესაძლებლობას მოგვცემს, თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამომავლოდ სწორად დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა

მუშაობის ეს ფორმატი არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის, მათ შორის სამომავლო გეგმის შედგენისთვის, რადგან საკითხი, რომელსაც ეძღვნება ეს ღონისძიება - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ", საქართველოსთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, თუ უმთავრესი არა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში.

მისივე თქმით, საკითხებზე სწორად მუშაობის დაგეგმვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი და ამ თვალსაზრისით ღირებულია კონფერენციის შედეგები.

„ეს კარგ შესაძლებლობას მოგვცემს სამომავლოდ თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სწორად დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს, მესამე ერთობლივ კონფერენციას - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" მართავენ.

კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირის რეკომენდაციებზე, დისკუსიის და დიალოგის ხელშეწყობას.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა