ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი თამაზ გინტურის მკვლელობაზე - ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების გზით

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი გამოვიდა.

ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა დაგმო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა.

„ნება მომეცით დავიწყო იმით, რომ მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, ანა, ფოტიგას და ჩემს ყველა კოლეგას, აღნიშნული რეზოლუციის მომზადების დროს თანამშრომლობისთვის. მჯერა, რომ რეზოლუციის ტექსტი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ჩვენ ურყევ მხარდაჭერას მოწმობს. მე ფუნდამენტურად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას და ნება მომეცით ნათლად განვაცხადო, რომ ეს შემზარავი აქტი, ისევე როგორც ყველა სხვა მკვლელობა, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება და წამება, რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ეს არ მოხდებოდა, რომ არა მათ მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია. ამიტომ, ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების გზით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა უკანონო ოკუპაცია უნდა შეაჩეროს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების მცდელობებს, რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ ამ მიზნებს ძირი გამოუთხარონ“, - განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა