სვენ მიკსერი - მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები გამართოს, რათა შედგეს იმ პირების სია, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ და მათ წინააღმდეგ ეფექტური და მიზნობრივი სანქციები დაწესდეს

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარი, სვენ მიკსერი სიტყვით გამოვიდა.

ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების დასჯა და მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.

„იმ დღეს, როდესაც მისი სამშობლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციას იღებდა, რუსმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი იყო, იგი იზოლირებულ აქტს არ წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დაიწყო და 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დაიკავა, მსგავსი ინციდენტები არ წყდება. ინციდენტები, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეების და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება ხდება, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა და თავისუფლად გადაადგილების უფლება იზღუდება. პარალელურად რუსული საოკუპაციო ძალები ე.წ. ხელმძღვანელობებს ანექსიისა და ბორდერიზაციის პროცესებში მხარს უჭერენ. დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი მუდმივი საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაძაბული სიტუაციის დროს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღნიშნული მისიის შესასრულებლად ადეკვატური რესურსები გამოვყოთ. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოვითხოვთ. ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან და წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართოს, რათა იმ პირების სია შედგეს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი და მათ წინააღმდეგ ეფექტური და მიზნობრივი სანქციები დაწესდეს“, - განაცხადა სვენ მიკსერმა. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება