პაატა მანჯგალაძე - ბარიერს მიღმა პარტიების დარჩენა „ქართული ოცნების“ ინტერესშია - გაერთიანება ერთადერთი გამოსავალია

ორი წლის წინ, ზაფხულში, გიორგი ვაშაძის ინიციატივით, სპეციალური შეხვედრაც შედგა „ლელოსთან”, „დროასთან“ და „გირჩთან“, რომ სწორედ ეს შუა გაერთიანებულიყო - კარგია რომ ახლა მოახერხონ, ესაა ერთადერთი გამოსავალი, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესია პარტიები ბარიერს მიღმა დარჩნენ, ხმები დაიკარგოს და გადაუნაწილებელი მანდატები მიიღონ.

„როგორ შეიძლება „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყოს გაერთიანებების რაიმე ფორმით წინააღმდეგი, პირიქით, ამას მოვუწოდებდით ჩვენ. მეტიც, ორი წლის წინ, ზაფხულში გიორგი ვაშაძის ინიციატივით სპეციალური შეხვედრაც კი შედგა „ლელოს“, „დროას“, „გირჩს“ შორის, რომ სწორედ ეს შუა გაერთიანებულიყო. კარგია, რომ ორი წლის შემდეგ მივიდნენ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე. მართლა კარგია და ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ. ჩვენ ამას ვთავაზობდით ყველას და ვერავინ იტყვის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამას არ ამბობდა. მაშინ რომ ვერ მოხერხდა ეს ყველაფერი, ძალიან ვწუხვარ, კარგია, რომ ახლა მოახერხონ, წარმატებას ვუსურვებ, ყველანაირი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რადგან ბარიერს მიღმა პარტიების დარჩენა „ქართული ოცნების“ ინტერესშია. ელემენტარული მათემატიკაა. 2016 წელს 5%-იანი ბარიერის გამო 20% დაიკარგა, ეს არის დაახლოებით, 30 მანდატი, საიდანაც 15 მანდატზე მეტი წაიღო „ოცნებამ“. ახლაც ამის იმედი აქვთ, რომ პარტიების განსხვავებებიდან გამომდინარე გაერთიანებას ვერ მოახერხებენ. გასაკვირი ჩემთვის, როცა პარტიული იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ, პარტიულ იდენტობას კი არა, ქვეყანას დავკარგავთ. პარტიები არაფერს დაკარგავენ, შენი გაკეთებული საქმე და ქვეყნის ერთიანობაში ჩადებული ინვესტიცია არსად დაიკარგება”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები