საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, მარიამ ლაშხის ხელმძღვანელობით და წევრების, გრეტა წიწავას და ნიკოლოზ მაჭუტაძის შემადგენლობით, ფინეთში სამუშაო შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე იუსი ჰალა-აჰოსთან.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევისადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. იუსი ჰალა-აჰომ ხაზი გაუსვა ფინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

„შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო დიპლომატიისა და პარლამენტებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის კომიტეტებთან, ასევე საქართველო- ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს