ლატვიის სეიმმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

ლატვიის სეიმმა უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის სეიმის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლატვიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ევროკავშირში პარტნიორებს, იმ ხალხის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ შეახსენოს, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს“, - ნათქვამია ლატვიის სეიმის განცხადებაში.

ლატვიის სეიმის დეპუტატების განცხადება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაამტკიცონ.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს, როგორც ღირებულებების, ისე მმართველობის თვალსაზრისით. სეიმის განცხადება აღნიშნულ სიგნალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, - განაცხადა ედმუნდს ჩეპურიტისმა, ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები