ანა ფოტიგა „ვარდების რევოლუციაზე“ - ეს იყო დაუჯერებელი იმედისა და სიხარულის დრო - მაშინ ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლა იყო ევროპარლამენტში, სადაც ვაღიარებდით ქართველი ხალხის მისწრაფებებს - ეს პროცესი ჯერ კიდევ დასასრულებელია

„ვარდების რევოლუციის“ დროს მე გახლდით ევროპარლამენტის წევრი, ეს იყო ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლა პლენარულ სესიაზე, სადაც ვაღიარებდით ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - ეს პროცესი ჯერ კიდევ დასასრულებელია, დამერწმუნეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით , ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს ეძღვნება.

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ დღე კარგად ახსოვს, ეს იყო დაუჯერებელი იმედისა და სიხარულის დრო.

„გამარჯობა საქართველო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო. მე კარად მახსოვს ეს დღე. ზუსტად 20 წლის წინ - ქართველი ხალხის ცნობილი „ვარდების რევოლუცია“ მიხეილ სააკაშვილი ლიდერობით, რომელიც შემდგომში საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა. ეს იყო დაუჯერებელი იმედისა და სიხარულის დრო, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვის, მათთვის, ვინც გამოცადა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მაშინ მე გახლდით ევროპარლამენტის წევრი, ეს იყო ჩემი პირველი საპარლამენტო ვადა და დამერწმუნეთ, ეს ასევე იყო ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ვაღიარებდი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნებას დაებრუნებინათ დამსახურებული ადგილი თავისუფლების ერების ოჯახში. მე ვგრძნობ, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ დასასრულებელია და მე გულითადად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ამ გზაზე. დამერწმუნეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას, გახდნენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, იმედით აღსავსე და კარგი მომავალი თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მშვიდობიან სამყაროში“, - განაცხადა ფოტიგამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში