აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალ ფაზაზე გადავიდა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა სორბონის (საფრანგეთი), მიდლსექსის (დიდი ბრიტანეთი) და ანგლია რასკინის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების ახალ ფაზაზე გადასვლის ხელშეკრულებები გააფორმა.

თანამშრომლობა მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალური პირობებით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, რომლის ფარგლებში სტუდენტებს სრული დაფინასებით შეეძლებათ სწავლის გაგრძელება და სამეცნიერო აქტივობების განხორციელება. ამასთან ერთად, თანამშრომლობა აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთო რესურსებით განხორციელებას, საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობასა და საქართველოში პროფესიული განვითარების სასწავლო კურსების დანერგვასა და იმპლემენტაციას მოიცავს.

სორბონის, მიდლსექსისა და ანგლია რასკინის უნივერსიტეტებთან ხელშეკრულებებს ხელი აღნიშნულ უნივერსიტეტებში მოეწერა, სადაც სპეციალური მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და უმაღლესი განათლების განვითარებისა და სადოქტორო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი პოლ გიბსი იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერამდე სორბონის უნივერსიტეტში პროფესორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: Developing Life Skills Education in Higher Education: Comparative Approach UK and Georgia.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში