„ევროპის უნივერსიტეტის" ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები" გაიმართება

"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივები" გაიმართება. ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიას საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის, სამომავლო პერსპექტივებისა და თანამშრომლობის შესახებ. „კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღნიშნულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორები, მკვლევრები და უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება