სალომე სამადაშვილი - ნუ ეწყინება ნურც მიხეილ სააკაშვილს, ნურც მის პარტიას, მაგრამ დღეს საზოგადოებრივი კონსენსუსი არის როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ

სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“. მათ არასდროს ექნებათ პარლამენტის 76 წევრის ხმა, რომელიც მთავრობის ფორმირებისთვისაა საჭირო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს საზოგადოებრივი კონსენსუსი არის როგორც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი შანსი არის ის, რომ წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც მისი ერთადერთი ალტერნატივა. რატომ? ნუ ეწყინება ნურც მიხეილ სააკაშვილს, ნურც მისი პარტიის წარმომადგენლებს, მაგრამ დღეს საზოგადოებრივი კონსენსუსი არის როგორც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. გამოკითხვა აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს არ მივცემ ხმას“ - არის უფრო მეტი, ვიდრე ის, ვინც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას არასდროს არ მივცემ“. ილუზიაა, აბსოლუტური ნონსენსია, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება. ეს არის აბსურდი, ამის შანსი არ არსებობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარტია „ლელო“ საზოგადოების წინაშე დღეს წარმდგარია, როგორც მესამე პოლიტიკური ძალა.

„ამას მოწმობს ის, რომ დღეს ყველა საუბრობს ჩვენს ინიციატივაზე, მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ მხარს დავუჭერ „ლელოს“ ინიციატივას. სწორედ ესაა წარსდგომა საზოგადოების წინაშე როგორც ალტერნატივა. პირდაპირ გეტყვით, არც მაინტერესებს სოციოლოგიური კვლევები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ძალიან ბევრი რამ იცვლება ერთ წელიწადში. სოციოლოგიური კვლევები მაინტერესებს იმისთვის, რომ მესმოდეს, რა აწუხებს ჩემს თანამოქალაქეს. რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, პარტიები იცვლება, იზრდება, მცირდება და ა.შ.“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში