სალომე ზურაბიშვილი - ვისაც შევიწყალებ, ნახავთ!

მე აქ, არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორში, ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს გამართულ აქციებზე განაცხადა, რომ ეს აქციები რუსეთის მიერ იყო მართული.

მიხეილ სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ ვარ მოსული. მე აქ, არც სტალინზე და არც სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. 7 ნოემბერს [აქციებში] მეც ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე მე, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისცემს თუ არა სასამართლოს ჩვენებას 7 ნოემბრის საქმეზე?- ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, 2012 წლის მერე დაივიწყოთ თქვენ სააკაშვილი?“

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეიწყალებს, თუ არა მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.

„მე აქ არავის შეწყალებაზე არასდროს ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როდესაც იქნება შეწყალების სიები!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია