საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა

საქართველოში პირველი, „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა, რომელიც Marriott International-ის ბრენდის ეგიდით დაიწყებს ოპერირებას.

Luxury Collection-ის ბრენდი Marriot International-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდია, რომელიც გულისხმობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს როგორც კომფორტის, დიზაინის, ხარისხის ასევე მომსახურების ნაწილში.

„პარაგრაფ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი კატეგორიის 220 ოთახს პანორამული ხედებით თბილისზე, სხვადასხვა სახის რესტორნებს, 3 სართულზე განლაგებულ სპა ცენტრს, მულტიფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს და რაც ყველაზე მთავარია უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

პარაგრაფ თბილისის სასტუმროს დიზაინზე ფრანგულმა კომპანია HAT Design Paris-მა იმუშავა, მათ მიერ შექმნილი სასტუმროს ინტერიერი შთაგონებას საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობისა და ძირძველი ისტორიიდან იღებს. სასტუმროს სხვადასხვა სივრცეში სტუმრებს დახვდებათ ვაზისა და თბილისის არქიტექტურით ნაკარნახევი დეტალები, ასევე ინტერიერის დიზაინში აქტიურად არის გამოყენებული ქართული სამოსელისთვის დამახასიათებელი ელემენტები და უნიკალური ქართული ორნამენტების ასლები. პარაგრაფ თბილისის დიზაინი ორგანულად ერწყმის თანამედროვე ესთეტიკას სასტუმროს საზოგადოებრივ სივრცეებსა და ოთახებში.

სასტუმროში წარმოდგენილია ხუთი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი და ბარი. ჩვენი ფრანგი შეფი სტეფან გორტინა, რომელსაც მიღებული აქვს მიშლენის ვარსკვლავი თავის გუნდთან ერთად პარაგრაფ თბილისის სტუმრებს დაუვიწყარ კულინარიულ მოგზაურობაში გაუძღვება.

3 სართულზე განლაგებული უმაღლესი კატეგორიის პარაგრაფ სპა, ბრიტანული ბრენდის „ESPA“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. სპაში დამსვენებლებს დახვდებათ დახურული და ღია აუზი პანორამული ხედებით თბილისზე, სხვადასხვა ტიპის საუნები, ფიტნეს და იოგას დარბაზი, 5 მულტიფუნქციური საპროცედურო ოთახი-ინდივიდუალური ტერასით. სპაში ასევე დაგხვდებათ სარელაქსაციო სივრცე, სპა კაფე და საქართველოში პირველი ინდივიდუალური მომზადების მაღალტექნოლოგიური „Prama“ სტუდია.

„The Luxury Collection” არის ბრენდი, რომელიც შედგება უმაღლესი ხარისხის სასტუმროებისა და კურორტებისგან, ის დამსვენებლებს უნიკალურ, ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც სტუმრებს ძვირფას და დაუვიწყარ მოგონებებს შეუქმნის. „The Luxury Collection“ მოგზაურებისთვის არის დამაკავშირებელი ხიდი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და სასურველ ადგილებთან, 2023 წლის ნოემბრიდან „The Luxury Collection”-ის სასტუმროების რუკაზე უკვე თბილისიც გამოჩნდა - „Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel”-ის სახელით.

„პარაგრაფ თბილისი“ ტურიზმის განვითარების ფონდის, რიგით მეორე პარაგრაფის ბრენდის სასტუმროა შეკვეთილის შემდეგ. პარაგრაფ თბილისის საინვესტიციო ჯამური მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, სადაც დასაქმებულია 450 ადამიანი, უახლოეს მომავალში დაგეგმილია პარაგრაფის ქოლგის ქვეშ კიდევ არა ერთი გამორჩეული სასტუმროს გახსნა.

(R)

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას